ბრწყინავენ ბორბოლიჭყები..


ბრწყინავენ ბორბოლიჭყები
მოწმაოს თოვლისფერები.
მათ გულზე გადაივლიან
არაგვის ცივი ჩქერები.
ადი-ჩადიან ნისლები
ერთ ადგილს გაუჩერები...
ალბათ, წითელო ცირცელო,
რა ხშირად მომეჩვენები!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი