თოვლი აჭარა-გურიის მთების..

თოვლი აჭარა-გურიის მთების,
ჩემეულ მთათა...
მცირე წისქვილი გუბაზოულზე,
ჩემს ეზოს კართან...
წყავის ფოთოლი, ნამს რომ ფრთხილად
ინახავს, თრთოლვით...
თოვლი აჭარა-გურიის მთების,
ნისლი და თოვლი.