გადმოწერა: PDF

და თქუა უფალმან კაენის მიმართ..

და თქუა უფალმან კაენის მიმართ:
სადა არს აბელ, ძმაი შენი...
კაენ, სად არის აბელ?
სისხლის იკვრება რკალი...
სხვისას... არ იღებს ზეცა,
საკუთარს ითხოვს, კაენ!
შთამომავლობა შენი
დაფნით ვიდოდეს ყალბით!
დუმს ღვთაებრივი ქნარი, -
კაენ, სად არის აბელ?