რომ ავყოლოდი გულისთქმას..

რომ ავყოლოდი გულისთქმას,
ჭკუას არ დავიხმარებდი,
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს,
შენს გულში გავიხარებდი...
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი,
გზას წისქვილისკენ გავლევდი...
ბატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...