უფრთხი ჩემს სახელს..

უფრთხი ჩემს სახელს
და მაინც მთვარის ბილიკს მოჰყვები:
ჩვენ ვარსკვლავები
მოგვიწოდებენ
ჩვენი ქოხებით
და ყვავილებით,
მთვარით სავსეა
ყოველი წამი.
წამიერ მხოლოდ ეს
ჩვენი შეყრა:
მე ისევ წავალ,-
როგორც ეს ორი
ჯადოქარი-
მთვარე და ღამე...