ფეხი დამადგით, გულზე დამადგით..
ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან ვისურვე დავით... ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით... --ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“.... თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? --ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
halam ulum bulum gulum
მე ვარ ჰალამი მითხარი სალამი