...აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა


ბერა საზანდარს როცა მომართავს,
შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი,
ჩად აიშლება გუნდი ყორანთა,
ლეშის საძებრად წავა ყორანი. . .
მგლისფერ ღრუბლებში გმინვა მოისმის
და ქარიშხალმაც მოითქვა სული. . .
მარტო რად დგახარ, როგორც ონისე,
შეგინებული და შერისხული?
ბერა საზანდარს როცა მომართავს,
სევდა რად გიპყრობს გაუგონარი?
აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა,
ვაი, ვის გულმკერდს დაფლეთს ყორანი?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი