აღარავინ აღარ მიყვარს


და. . . როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
-- ბედი ჰქონდეს! – თქვა შავთვალა ანგელოსმა,
-- ბედი ჰქონდეს? ხა, ხა, ხა, ხა. . . არასოდეს! –
თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა,
ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა. . .
სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა,
ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს. . .
ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
იცი, თურმე ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
-- ბედნიერი იყოს უთქვამს ანგელოსსა,
სატანამ თქვა:
-- ხა, ხა, ხა, ხა. . . არასოდეს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი