ბერდედას – ლელა წიკლაურს

–  რაისთვის აქებ ქისტებს ბერდედავ?
მათს ვაჯკაცობას, ძალას და სიმხნეს?
მიწა უვსიათ. . . ხევსურთა ძვლებით. . .
–  რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
–  ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჯკაცები,
ახიელაშიც უზომოდ ხოცეს. . .
–  რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
–  რა ვიცი ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!