აჰა, დავბრუნდი მწუხარებიდან ..


აჰა, დავბრუნდი მწუხარებიდან
და შენს კარებთან განვიგდე ფლასი;
მეგულვის შიგან ცეცხლი დიადი
და ცათა კრთომა იდუმალ დასთა...
ბრწყინავს, ციმციმებს ფების გვირგვინი
ადგას ნათელი სამეფო კარვებს...
ვგრძნობ უხილავთა მოახლოებას,
რომელნი არსად არასდროს წავლენ...
ნათელს დავბრუნდი მწუხარებიდან...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი