შენი სურვილი შემოჰყვა წვიმას ..


შენი სურვილი შემოჰყვა წვიმას,
მოედინება, როგორც ლანქერი;
სულში ბავშვობის სიმშვიდე ბრწყინავს
და ლამაზია დღეს ყველაფერი.
შევუბოჭივარ ეჭვებს და ჭორებს
და ვერას მარგებ თვალთა სისველით,
დროზე გადასჭერ მახვილით თორემ
ვეღარ გაუძლებს მარყუჟს კისერი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი