არჩილ სულაკაური

პოეტი, პროზაიკოსი

არჩილ სამსონის ძე სულაკაური დაიბადა 15 თებერვალს 1927 წელს, თბილისში — გარდაიცვალა 26 აგვისტოს, 1997 წელს, თბილისში — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით 1971 წელს და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან - ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი