ბათუ დანელია - ფოტო

ბათუ დანელია

პოეტი, ფილოლოგი

0 346

სიყვარულის ბიოგრაფია


ისევე თუ ხარ იმ სილამაზის,
მე რომ დაგდევდი წითელკაბიანს!
შენი ტუჩები როგორ არ მახსოვს,
სადაც ბადაგი ამიხაპია,
ან, შენთან შერწყმის მხურვალ პარმაღზე
მე რომ მიჭერდა თმენის მაფია –
ესეც ხომ არის ბიოგრაფია!

შენთვის რომ მეძღვნა რამე ძვირფასი –
მითამაშია კარტიც, ყომარიც...
შენი გულისთვის, ოინბაზივით,
ბევრჯერ ყირაზეც ვიყავ მდგომარი...
სანაცვლოდ, შენი ალერსის გზაზე,
ვზიდე სიამის ოქრო ტომარით... –
ბიოგრაფია ესეც ხომ არი!

შენს თეთრ მინდორში შესულს, უეცრივ
ვნების ცხენები გამიქაფია
და გავხლართულვარ შენს ძუძუებში,
როგორც ბადეში ქარიყლაპია...
დავუწურივარ შეშლილ უძლევ ჟინს,
სად შენი შავი ცხვარი აბია... _
ესეც ხომ არი ბიოგრაფია!
კომენტარები (0)