ბათუ დანელია - ფოტო

ბათუ დანელია

პოეტი, ფილოლოგი

1 356

ბულბულს


ბულბულო, ხემივით რომ აქნევ ცვრიან ნისკარტს,
მაგ ციცქნა ჩიჩახვში ვინ გიზის პიანისტად?!
გისმენ და – ამოდენ სიტკბოს რომ მაზიარებ,
ეგ შენი სონატა, ნეტავი, რაზე არი?!
იქნება იმაზე, მადლიც რომ სინაზეა,
ან იქნებ სატრფოზე, ან იქნებ იმაზეა,
რომ ქვეყნად რაღაც ყოველთვის პაპარაცობს
და არვის შერჩება სიავე აღარასდროს...
ჩაფლულხარ ტოტებში და ატკბობ ლამაზ სერებს,
მე გისმენ, გისმენ და ეს ფიქრი არ მასვენებს:
ხემივით რომ აქნევ პაჭუა, ცვრიან ნისკარტს,
მაგ ციცქნა ჩიჩახვში ვინ გიზის პიანისტად?!
კომენტარები (0)