ცეკვის დროა, გაიშალე თმა..

ცეკვის დროა, გაიშალე თმა,
ისრიმისფერს მოქარგავენ ტანგოს
ლურჯი ქარი და შადრევნის ხმა.
თმები წელზე ქამარივით, კარგო.
ფეხშიშველი, მე ვიქნები ქარი
შენ შადრევნის გამახსენე მღერა,
ლურჯა ქარი სუსხის მოისარი,
შემოდგომის ცეცხლით შეიფერა.
ნუ იდარდებ, გული ნუ დაგწყდება,
თუ მშვენება მხოლოდ სიზმრად ფეთქავს.
მტევანივით ვერაფერი კვდება,
სისხლი თვრება, ცა ისრიმებს ხეთქავს...
თეთრი მკერდი მთვარით მოგიქარგო,
ცეკვის დროა, გაიშალე თმა,
შუაღამით ასრულებენ ტანგოს
ცივი ქარი და შადრევნის ხმა...