გადმოწერა: PDF

გალაკტიონის ხიდთან..

გალაკტიონის ხიდთან
მუდამ ერთია სცენა,
სარკე სარკეში გადის
მინას ატყდება მინა.
(არ მოუხდება თბილისს
ეიფელი და სენა)
მხოლოდ მტკვარზე თუ კვნესის
არღანი “ჩემო ნინა”-ს.
შენი მიზიზით ალბათ
არ გვენატრება ლუვრი.
შენ საყურეში ნინა
შუქზე იმსხვრევა შუქი.
თქვი პოეტებმა რა ვქნათ
მტკვარში დახრჩობის სურვილს,
უბრალო თვითმკვლელობის
თუUაქვს ელფერი მუქი...
ჩვენ სისხლნარევი ლექსით
ვანთხევთ ძველისძველ წყენას,
მოგვიგონებენ ასე:
“იყვნენ დიდი ხნის წინათ.
არ სჭირდებოდა თბილისს
ეიფელი და სენა,
შენი უბრალო მზერით
ფრთა ფრთას ამსხვრევდა, ნინა”
გალაკტიონის ხიდთან
ტალღებად ვაწვენთ რითმებს.
სარკე სარკეში გადის,
მინას ატყდება მინა.
ეპატიება ალბათ
პოეტს (თუ მართლა ითმენს)
თავის დახრჩობა მტკვარში
უბრალო ლექსით: ნინა.