მთვარემ დაკარგა მძივები მარჯნის..

მთვარემ დაკარგა მძივები მარჯნის,
პოვნის ოცნებით გაშლის წამწამებს.
და შემოდგომის ლალი, ნარინჯი
ტყეს ბუხარივით შეუნთებს ალებს.
ზღვა ფიქრობს, ღელავს, და ზღვის არ იყოს
როგორ გიხდება შენც ღელვისფერი.
წარსულ დარდებზე სთქვი:ზღაპარ-იყო
ისევ გმოსავდეს ტანზე ცისფერი.
თმა აბრეშუმი და ხავერდები,
ვარდის ნამცვრევით თითქოს ნაპოხი.
მოდი დაგბანო ღვინით ტერფები
და შეგიმშრალო კალთებით ჩოხის.
მთვარემ დაკარგა მძივები მარჯნის,
კვლავ შემოდგომის ლალი, ნარინჯი...