მაჩუქე მტრედი..

მაჩუქე მტრედი
და თუ გავბედე
გავუღებ სარკმელს.
შეაფრინდება
მთვარის რიკულებს.
და თუ გავბედავ
და გეტყვი სათქმელს,
შენ დამიგულებ
ბოლო იმედად.
წახვალ...
ბინდდება,
ნელა ბინდდება.
ვკითხულობ გრანელს.
და აღარ ვამბობ
რომ გამიმეტე.
და თავს ვიტყუებ
სიტყვებით: და ხვალ...
და თეთრი მტრედით
გაგზავნილ წერილს
დღე_დღეზე უკან ვიღებ უნახავს.
მე მიყვარს სევდა
და ფიქრი შენზე.
და ვიცი წყალი ამშვიდებს მწუხარს.
მაჩუქე მტრედი,
რომ დავიგულებ
გავუღებ სარკმელს.
შეაფრინდება
მთვარის რიკულებს...