თუმც არაფერი ხდება შემთხვევით

თუმც არაფერი ხდება შემთხვევით,
მაინც შემთხვევით გადამეყრებით.
_ მუზა
_ პოეტი
ხელზე გემთხვევით.
მე მარტოხელა,
თქვენ ქმარს ეყრებით.
თვალებმა გიგრძნეს ყველაზე ადრე,
გულს ამიტომაც ვერ დავაყვედრი.
მე მეშინია არ შემიყვარდეთ!
და გავურბივარ თქვენთან შეხვედრას.
რადგან პოეტებს სევდა გვიტაცებს
და ჩვენ სხვადასხვა გვწამს სინამდვილე.
მე _ სიყვარული მარგარიტასი,
თქვენ _ ვინც ცხოვრებას გაგიადვილებთ.
რომ მერგებოდა ასეთი ხვედრი
ოჰ, გულმა იგრძნო ყველაზე ადრე.
ღელვას მომიტანს წამი შეხვედრის,
მე მეშინია არ შემიყვარდეთ!
_ მუზა
_ პოეტი
ხელზე გემთხვევით,
და არაფერი ხდება შემთხვევით...