როცა

როცა ჭადრები
ტოტებს
ქარისკენ
სულში წვდომამდე
გადმოიშვერენ,
შენ
მოდი ჩემთან.
მოდი,
გარისკე.
მე დაგიფარავ ლექსის გიშერით.