იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს ..

იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს
ქალს კი თავისი ფანჯრების ხედი,
ქარები შეხვდნენ და ისაუბრეს
და მერე, მშვიდად წაიღეს ბედი.
ქალი უსმენდა პიაფის პადამ-ს
და ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები.
ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ,
ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით”
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს,
ქალს ეშინოდა მსუბუქი რისკის.
ცის სიღრმე ჰქონდა პატარა გუბეს
და მიდიოდა ბედი ქარისკენ.

წყარო: litklubi.ge