მშვიდად იყურება ღამე ..

მშვიდად იყურება ღამე მხარს ზემოდან,
როგორც სევდიანი ლექსის პანტომიმა.
ჩემი მოლოდინით ვიღაც არსებობდა,
მაგრამ ოცნებებთან ყველა მარტო მივალთ.

ჭერში აიყოლა სული ნიკოტინმა,
ალბათ მეჩვენება, თორემ აქ არ ცივა.
ყველა მიქცევისას სურვილს მივქონდი და
ასე ვილეოდი. ვინმემ გამაცილეთ...