მინდა ვიგრძნო ფართე თეძოები ..

მინდა ვიგრძნო შენი ფართე თეძოები,
ვიწრო წინდებიდან თეთრი ბარძაყები.
ჯერ,
ტანს მზერის ლოშნით გადავეძოები,
მერე,
დაგიტოვებ დაღად ნათითურებს,
შენ ხომ დაძახილზე ნიავს არ წაყვები,
გინდა გრიგალების
გზნებამ 
გაგათრიოს,
მკლავზე დაიტოვე ცალი სამაჯური,
სულ ნუ გაშიშვლდები, 
სულ ნუ გაშიშვლდები.
ისევ ვნებამ გამრყვნას
და გადამარჯულოს.
თრთოლვა გამაგონე მკერდის სიმაღლიდან,
რაა სიყვარული თუ არ ჰაშიშდება,
თუ თავს დაიჭერ და ცას არ მიეხლები.
სულ ნუ გაშიშვლდები,
სულ ნუ გაშიშვლდები...