მე არ შევცვლილვარ ..

მე არ შევცვლილვარ კარგო იოტით,
რა ვქნა, თუ ჩემით ვერ იამაყებ.
და მაგონდება როგორ მტკიოდი.
იმ დროის მტვერში ბევრი დავმარხე...

დრო იყო ერთი, ლექსი მებადა
(და მეგობრების წრე განახევრდა)
მე მიყვარს მხოლოდ მოგონება და
წარსულზე დარდის მსუბუქი სევდა.

ერთადერთი გზა დარჩა წარსულთან,
გზა იასანმნის ფერი ხიდებით.
განა რა მოხდა, რაც ჩვენ არ გვსურდა?
მაინც, ხანდახან როგორ მჭირდები...