შლიან იანვრის დეკორაციებს ..

შლიან იანვრის დეკორაციებს
(ზერელედ ვიცი რა ხდება შენსკენ)
ჰო, ბეღურებო, როგორ აცივდა, 
ერთ ღერსაც მოვწევ, თქვენ მზე აკენკეთ
და მერე,
სადმე,
სადმე გავფრინდეთ
და დავუტოვოთ თბილისი ყვავებს.