თებერვლის თეთრი

 All that jazz
(არაფერი არაფერ შუაშია)

ვიხდი. ვიტოვებ საათს მაჯაზე.
„თქვენ გეჩქარებათ, მისტერ, გეტყობათ.”
გლოვაა გლუვი, მთელი ეს ჯაზი
ყოველდღიური ინსტრუმენტების
და ერთფეროვნად ჭრელი ყოფითი 
პროზა. და ალბათ ასე ვეჩვევით
წოლას მზის გულზე, რომ გამოვფიტოთ
სულები ჩვენი, ჩრდილები ჩვენი,
ტანის ჩრდილები
ხსოვნას აშრობენ
როგორც აგვისტოს ასფალტზე ფურთხის
ნაკვალევს ზიზღით.
უნდა დავშორდეთ
რადგან თავს ვიზღვევთ
და უნდა ვუთხრათ
ერთმანეთს
დროის, ადგილის, სივრცის
სიმართლე გვქონდა,
და უფრო მეტი საერთო ქონთან,
ჩვენ პარაზიტებს
გვიცდიდა ჩვენი ოთახი – უჯრა.
და მზად ვარ
სარკეს საშო გამოვჭრა
და დავიმალო.
და თვალებს ვხუჭავ
შიშით, რომ ვინმე ამიხვევს თვალებს,
ანუ ვენდობი.
და შევეხები
აბსოლუტური შეკუმშვის 
წერტილს.
ოჩოფეხებით
საკუთარ სისხლში 
შემიშვით
ვინმემ.
და ხელს ვაწერდი
სუიციდს ანუ
კიდესთან მდგარი 
ვიმეორებდი:
მე მომკლავს მე
მე მომკლავს მე
მე მომკლავს მე