ეზოში ბავშვი ძაღლებმა ლოკეს ..

ეზოში ბავშვი ძაღლებმა ლოკეს,
მე-ბავშვის დედის დამწველი შარმი.
ჩემი შარვალი სარეცხის თოკზე
დაკიდებული ჩაიცვა ქარმა.

ვნება- ნასროლი ბუმერანგივით
დამიბრუნდა და ვისვრი თავიდან.
ქარი მეზობლის თეთრი პერანგით
და ჩემი შარვლით სადღაც წავიდა.