ვეცადოთ მუდამ (მოდი)

ვეცადოთ მუდამ,ჩვენი კარი სულ იყოს ღია,
ჩემი და შენი თვალებიდან ოთხპირი ქროდეს,
ასე თუ ისე,ახლა თითქმის ოჯახი გვქვია...
(ვკითხულობ ჯოისს,შენ კი მგონი აპირებ დოდეს)

ვეცადოთ მოდი,ნუ მოვუსმენთ კატების კნავილს,
(უფალს მადლობა მოდი თუნდაც ამაღამ ვუთხრათ)
ქარს რომ გლდანამდე აღარ ყოფნის თავისი თავი,
სულის შებერვით გადავუსხათ ჯანსაღი სუნთქვა.

ვეცადოთ მუდამ,ჩვენს ოთახში სულ ენთოს კვარი,
სულ მუდამ იდგეს ზომიერი შუქი და სითბო,
(სხვებისთვის ვიცი,მიზერია,ჩვენთვის კი კმარა)
სიგარეტს ვაგდებ,ქუჩას ხანძარს ვუკიდებ თითქოს-

ვეცადოთ მოდი,შეიტრუსოს აპრილი ხანძრით,
ზეცამ დაკარგოს უჩვეულოდ ლამაზი ქობა,
მოდი,გავიღოთ უშურველად ფული და განძი,
ოღონდ ტვინამდე არ მივიდეს ასეთი ცნობა:

,,გულიდან გაიპარა სიყვარული,
შემჩნეულ იქნა მარჯვენა მუხლთან,
სავარაუდოდ ფეხის ცერათითში იმალება!"