ი - ს

ა - 0 - რებულ წარსულს თუკი არად ჩავაგდებთ,
ვიცი, რომ ვეღარ დამამძიმებს აწი ცოდვები,
ვკვდები ძვირფასო (ასე მჯერა) ადრე (ვადამდე)
და რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ უფრო მიახლოვდება

ღმ -1, ან უფრო მართებულად - ვუახლოვდები...
დახუჭულ თვალებს, მაგ მზერათა ძვირფას სამარხებს
აგიხელ (ხმება წამწამების ხშირი სათიბი),
არვინ მყოლია ჯერ ისეთი, როგორც შენა ხარ -

მ - 2 - დებული, ამავე დროს ასე თავხედი
(გვინდა ძალიან, მარტოები ტყეში ვსახლობდეთ),
შენ, ჩემო კარგო, ქალაქიდან ისე გახვედი,
არც მკითხე, მე კი დავეჩვიე ძველ და მახლობელ

3 - კიტნოში ხშირ სიარულს. როცა ჩამოხვალ,
თავს ჩაღუნავ და საწყალი ხმით ისევ მოჰყვები
ზღაპარს (ტყულის დიდი ნიჭი ვისგან გამოგყვა?),
აიკიაფებ (ვითომ გრძნობით) უცებ ლოყებზე

მ - 4 - ლამურე ცრემლის წვეთებს და რომ გამანდო -
შენც გრძნობ, რომ ისევ იმეორებ ადრე მიქარულს
და მე კი მივალ უეჭველად მარტივ დასკვნამდე:
ეჭვიანობას + ნდობა = სიყვარულს!