0 219

შენი (ჩემი) გაზეთი


მცირე შურივით დატყობია მტვრიან ტერასებს,
ბევრს უნდა (შენი,პოეტური) გენი ასეთი,
შენი ამბები თუკი ვინმეს აინტერესებს,
ანახე ახლად გამოსული შენი გაზეთი:

პირველი გვერდი (სათაურით არის სტატია):
,,შემოგვიერთდით რუსთაველზე მე და სატირებს“.
სიბინძურეს კი ვერ იპოვნი (ღამე ათიო),
შენი გაზეთი პოლიტიკის დედას ატირებს.

სენსაციები:თურმე სადღაც გვიმრამ ივარდა,
თურმე ეკლითაც აღარ არის შემოთარსული.
განცხადებები:გუშინ სადღაც ამოგივარდა
გულისჯიბიდან,ვერ იპოვე შენი წარსული,

(სხვაგან წერია:გალაქტიკას,,ნასა“ აშუქებს,
აქ კი პირიქით:ვენერადან,,ნასა“ შუქდება),
მპოვნელი ფულით ვერა,მაგრამ (გიჭირთ აშუღებს)
შენი მომავლით უსათუოდ დასაჩუქრდება.

ნეკროლოგებში გიწერია (სევდის ნაზავით):
უხდი პანაშვიდს (უქელეხოდ) ლიტონ სონეტებს,
ხოდა ამიტომ ეს ცხოვრება მოგბეზრდასავით,
მაგრამ ჩაპლინით,რემბოთი და იტან მონეთი.

სადღაც ღრუბელი ოთხმოცდაათ (გუშინ აიგო)
სართულიანი.კროსვორდებში ასე წერია:
ლამაზი გოგო,შენი მუზა,ანუ...
(ტვინი გულსავსე ლიმონივით დასაწურია)

ანონსი: (ცუდად თუ არა ხართ,თუ არ გაციებთ,
მაშინ მობრძანდით,ჰაბიტუსზე რიდი შეიბით)
19 საათზე ოპერაში,,პაიაცია“,
გვერდზე ბაღში კი იმართება დიდი ქეიფი.

მაშ ასე,თუ გაქვთ ცხოვრებაში დიდი სირთულე,
(გელით) თუკი გსურთ სანაგვეზე მისი მიგდება.
კომენტარები (0)