ბესარიონ გაბაშვილი

პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე

0 236

შეყრილან ერთად მკრთოლვარენი


შეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი,
ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი,
ლალნი, შემცველნი მარგალიტთა, მკვლელ ეშყნი მათნი,
ფშვიან სუმბულთა, სუნნელება მჰსგავს კასიათნი.
ვაჲ, აწ ვსცან ამ სოფლის საქმენი და ხასიათნი!

განვჰკრთი, რა ვნახე, რომელს მდიდრად ჰშვენიან თალხნი,
მისთვის შეუცავ აწ სევდასა, მაქვს სულთქმა-ახნი!
მას ვევედრები: ვებრალოდე, მცეს მუფარახნი!
ესრეთ განვსრულ-ვარ, განვაკვირვნი პირველნი მნახნი!
მოდით მის ხმობად ყოვლნი ბრძენნი ხმელთა და ზღვათნი!

ვეტრფი სურვილით, ვის შვიდნივე არა ჰყავს სწორნი!
ოდეს ვიხილე, მყის გაცუდნეს მნათობნი ორნი!
ჰხამს, გეწყალვოდეთ, ვისცა გესმნესთ, ახლო და შორნი!
ამად ვსტირ, მისნი ვერა რა ვჰსცან საქმენი სწორნი!
უმისოდ მყოფსა აწ მომძულდეს მიდამო სრათნი!

მოი, მთვარეო, შემიბრალე, სახმილს ვჰზი მწველსა!
სწყლავს ყელსა ესდენ, ჰკლავს სიშორე შმაგსა და ხელსა!
ცნობა მიმეღო, ვეღარ შლენ გჭვრეტ, ტრფიალთ ნათელსა!
ვჰსწყევ ეტლსა ჩემსა: მარად მიმცა მახვილს მწველ-მჭრელსა!
საჯე, მუშთარო, მსწრაფლ მესივნეს მისნი ჯალათნი!

ჰე საწუთროო! რად ჩამაგდე ესოდენ ჭირსა!
დატყვევდა გული, მოუთმენლად ნიადაგ ტირსა.
ვერ ვჰპოვე შემწე, მან ნუგეშს-მჰცეს სიცოცხლეს მწირსა;
ამად მივეცი დაუცდელად სულთქმასა ხშირსა!
ჰოი, უწყალოვ, გაქვს ქცევანი ცუდნი და ხლათნი!
კომენტარები (0)