შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასა


შემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა,
ნურცა იფიქრებ ვნებასა!
პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც
გაცინებ, მიგცემ შვებასა.
ღვინოსაც შეჰსვამ, მეც დამლევ,
სხვანიც გეტყვიან ქებასა;
დაცლილი სხმასა მიმარტყი,
მაწვიე ჩემსა ნებასა!


რაგვარ მე ვარ აღსავსებით,
შენცა დამხვდი ისე გულად!
ნუ იშიშვი შესმას ჩემსა:
არ ვარ მწარე მეწამულად!
ლალის წყარო ჩემსა შიგან
სდგას და გიცდის შესასმელად.
აჰა, კარგი! ნუღარ სჯაბნობ,
მეწაფე და შემსვი სრულად!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი