ეტლზედ


ეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა.
სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა.
მაშა ვითა ვსცნა?
მსურს მისი კოცნა!

ეტლის პირმან მიმზადნა თვისსა ტკბილ ხმასა;
ხმამან მისმან განმაგდო, აით ნავი ზღვასა.
მიკვირს და მეოცნა!
ჭირნი მეოცნა!

ეტლმან ლხინსა მაწვია; ვხედევთ ეით ყმასა;
მისმან ლხინმან ჭირების კონა მკრა გზასა;
გარე გამტყორცნა,
შორს გამაოცნა!

ეტლსა პირი ზურგით აბს, შეჰგავს წყლად დგმასა;
ზურგნი მკერდად უმხრიან მას ეშმაკთ ძმასა.
ესდენ, რა დრო ცნა,
სრულად ამხოცნა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი