ბესარიონ გაბაშვილი

პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე

გაიოს არქიმანდრიტს

ხუმრობა

მაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე
მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე.
აგრე ძალიან რად გაიბუყე?
ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლის მომყმუყე!
აღმართე აფრა, მოიზუნზრუყე;
გზით მთიქარვე, აქ ჩაიყუყე!
უკადრი ამათ დავილუყლუყე, -
მსურს ხილვა შენი, არა ვარ ცრუყე!
ამას გწერ გრიგოლ კრემენჩუკელი;
გირჩევ, ცოტადრე ჭამას უკელი!