ბესარიონ გაბაშვილი

პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე

0 545

ანტონი კათალიკოსზედ


ანბანთ-ქება

ანტონი ბნელთა განმკარგ დღე ერთა ვით ზე;
ჱეთერ თვით ირის კამკამ ლმობილ მთენ ნაზენ;
ორონ პეტ ჟამებთ რღვწილთ საბეკ ტრედ უცხოთ ფრთე;
ქვე ღრმად ყრილ შთასრულთ ჩინებულ ცად ძლევისად;
წამთ ჭირთა ხმით ჴსნის, ჯილდობს ჰაზრთა ჵოობით!

ზმა

სამოთხით წულობს, დავითის ზმარაღდულობს;
ხედვათ ზე მსტრულობს, მეორეთა აღმკრულობს;
სხეულით სულობს, სულით გონება-მზულობს;
მთით შთამოსრულობს, მეორედ მოსედ მკულობს;
მადლით ღმერთ ქმნულობს, ბუნებითა ბრძენ-სრულოჩს.

ლივანტო-ნიავ სულის სუნნელობს ზედა;
თხემსა მეთნესა შენსა ათ-ორთ ენისას,
განეყოვლადვის მკვიდროანთა მკვიდრივ;
მიმღები მისცემ ღრუბლით სლვითა რწმუნებულთ,
მზეებრ განმყოფი სულის ძლითთა უხვებით.
კომენტარები (0)