ლეჩაქი


როგორ გიხდება, ტყემალო,
ეგ ბებოჩემის ლეჩაქი,
როგორც კი თვალი მოგკარი,
ცრემლი მომადგა ბეჩავი,
მიტომაც გაცლა ვარჩიე
ვითომც საითმე ვეჩქარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი