ბესიკ ხარანაული - ფოტო

ბესიკ ხარანაული

მწერალი, პოეტი

ოცნება თიხისფერი ქალიშვილისთვის

დაე, მკოცნიდეს
იგი თვისი მინერალური ბაგეებით,
დაე, მკოცნიდეს!..
თუმც მოხუციც ვარ და ვერაგიც,
თუმცა არაფერიც აღარ მიკვირს
და სიყვარულის
ქარიც მუხლებს აღარ მიჩქარებს,
დაე, მკოცნიდეს
იგი თვისი მინერალური ბაგეებით,
დაე, მკოცნიდეს!
თუმცა ხის ჩრდილში
მჯდარი მიტომ ვიღებ ხელთ ნაყოფს,
რომ იმის კანქვეშ შეგროვილმა
სიცოცხლის წვენმა
კვლავ გაანედლოს
გამომშრალი ჩემი თითები,
რომ იმ თითებმა
იმსუბუქონ ძველი კალამი,
და იმ კალამმაც
მეათასედ გამოიყვანოს:
დაე, მკოცნიდეს
იგი თვისი მინერალური ბაგეებით,
დაე, მკოცნიდეს!