0 1826

მომავლის ვარდებისთვის ..


- სად მიდიხარ, მკითხავენ, დილა-გათენებისთვის,
მე კიდევ უფრო მიკვირს მათი გაკვირვებისთვის,
გეთხოვები, ყოველო - განა დავიწყებისთვის,
განა დამდურებისთვის, განა დანანებისთვის,
განა სადმე გაქცევის, წასვლა - გადაგებისთვის,
რამაც მკლა და მახარა, განა იმეებისთვის,
განა ვერდანახვისთვის, განა ვერმიწვდენისთვის,
განა უარყოფისთვის, კლდეზე გადაგდებისთვის,
ნაკლის მოცილებისთვის, ახალ სათნნოებისთვის,
განა დიდებისათვის, დაფნის გვირგვინებისთვის,
განა სატრფოობისთვის, აწ მომავალ წლებისთვის,
განა შეთამამებად ქარვისფერი მსხლებისთვის...
გეთხოვები, ყოველო, დარდით დაშორებისთვის...
ამ ცრუ ალერსებისთვის, ამ ცრუ ქადაგებისთვის...
აწ წავიდე სიმღერით, საკვდომად სახელისთვის,
შენი ამაღლებისთვის, შენი განდიდებისთვის,
ერთად - გაზაფხულისთვის და ერთად - ზამთრებისთვის,
ერთად - სიხარულისთვის და ერთად - დარდებისთვის,
უსიტყვო ლექსებისთვის, უხმო სტრიქონებისთვის,
გეთხოვები, შენთან ვარ, ვერ გავხდები სხვებისთვის,
დაფითა და ნაღარით, მომავლის ვარდებისთვის,
მომავლის ვარდებისთვის, მომავლის ვარდებისთვის...
კომენტარები (0)