1 5421

წუთები და წამები


უთხარი, დედი,
ამ მინდვრებსა და ამ მთა-გორებს,
ამ სოფლებსა და ამ ქალაქებს,
ამ ქალებსა და ამ ვაჟკაცებს,
რომ დაგიბრუნონ შენი შვილი.

გამომგლიჯე ყველას თითო-თითო ნაწილი,
შეიგროვე კვლავ შენს კალთაში, 
გაეცალე აქაურობას.
სადმე ხის ჩრდილში,
მწვანე ველზე, წყლისპირს დაჯექი
და ამასხი ისევ თავიდან.
კომენტარები (0)