1 2211

რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ ..


რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ,
და ახალი მოსაწყენი უნდა ეძიო,
ერთ მოწყენაში ორჯერ ვერ შეხვალ,
ვერც სიყვარულში,
და ახალი განსაცდელი უნდა ეძიო.

კოკას ვსება უნდა თავიდან,
უნდა ტოპო ახალ-ახალში,
ახალი ლოდი უნდა დადო,
უნდა დათვრე ახალი ღვინით...
რაც მოიწყინე,
მას თავიდან ვეღარ მოიწყენ,
და ახალი მოსაწყენი უნდა ეძიო.
კომენტარები (0)