მარტოხელა საყვირი


ჯერ შორიდან ისმის ხმა იგი.
მოდის, მოდის.
გვიახლოვდება...
გულს ეჩქარება გამოჩენა,
მისი დანახვა,
მაგრამ, ღმერთო,
რა ტკბილია ეს დაყოვნებაც!
 
და გადმოდგება
მაღალ მთის ქედზე,
დილის ვარსკვლავის გამოჩენაზე:
დედებს ჰგონიათ, - უბედურებს, -
რომ ის არის დაკრგული იმათი შვილი,
შვილებს ჰგონიათ, - უმადურებს, -
რომ იგია მოხუცი მამა,
მე მგონია, რომ იგი მე ვარ,
და შენც, მკითხველო,
ნება გეძლევა იფიქრო, რომ შენა ხარიგი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი