დათო ტურაშვილი - მწერალი, დრამატურგი

დათო ტურაშვილი - ფოტო

დათო ტურაშვილი დაიბადა თბილისში 1966 წლის 10 მაისს, უკუღმა (ფეხებით). თბილისის 57-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მერე ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში კინოს, ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიას.

თბილისის უნივერსიტეტში სტუდენტობის დროს იღებდა აქტიურ მონაწილეობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში და იყო ქართული სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი პირველი პროზაული კრებული გამოიცა 1991 წელს – სწორედ იმ წელს, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მოთხრობების გარდა, არის პიესებისა და რომანების ავტორიც და სხვადასხვა პერიოდში დაწერილი აქვს კინოსცენარებიც როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული ფილმებისთვის. მისი პიესების მიხედვით, არამარტო საქართველოში იდგმებოდა სპექტაკლები და ახლაც იდგმება სხვადასხვა თეატრების სცენებზე.

დათო ტურაშვილი არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბესტსელერის ავტორიც და მისი რომანი “ჯინსების თაობა” უკვე თარგმნილია თორმეტ ენაზე და გამოცემულია ცხრა ქვეყანაში.

დღეისთვის გამოქვეყნებული აქვს ჩვიდმეტი წიგნი. 

ჰყავს მეუღლე მაკა კეკელიძე და სამი ქალიშვილი: ანა-მარიამი, ლიზარაზუ და სოფიო.