დავით კლდიაშვილი - ფოტო

დავით კლდიაშვილი - მწერალი

10399

დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 29 აგვისტოს სოფელ სიმონეთში (ახლანდ. თერჯოლის რაიონი) იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ოჯახი ძალიან გულუხვი იყო. “მთხოვნელი მუდამ მრავალი იყო და უარით მთხოვნელის გაბრუნება ოჯახს არ სჩვეოდა”.

დავით კლდიაშვილმა წარჩინებით დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია და 1880 წელს მოსკოვის III სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა. ორი წლის სწავლის შემდეგ 1882 წლიდან სამხედრო სამასახურში გაამწესეს ბათუმში, თოფ-იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად.

ბათუმში ჩასვლისთანავე დავით კლდიაშვილი სათავეში ჩაუდგა ადგილობრივ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას, დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად მონაწილეობდა ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

1882 წელს დავით კლდიაშვილმა სოფელ კაცხში პავლე მაჭავარიანი გაიცნო, მის ოჯახს დაუახლოვდა და გარკვეული დროის შემდეგ, პავლეს ქალიშვილი მარიამი ცოლად შეირთო. მოგვიანებით დავითის ვაჟი სერგო წერდა:

1931 წლის 24 აპრილს მწერალი სოფელ სიმონეთში გარდაიცვალა. დავით კლდიაშვილი დაკრძალეს თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.