დეეე


ჩვენი მსუბუქი ჰამაკების
და მხიარული ზაფხულების,
გახამებული მოკლე კაბების
ვარდისფერი სიცხის აბების
რაღაც მარტივი მელოდიების
კარაქიანი პურების
და მანის ფაფების
ვაშლის კომპოტის
საპფნის ქაფის
გუდიანების
ფერად ძაფებით დაკემსილი
ატმის ჯემით
დათხვრილი სუფრა
გადამაფარე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი