დოდო აბაშიძე - მსახიობი და რეჟისორი

დოდო აბაშიძე - ფოტო

დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1949 წელს და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ლავრენიოვის „რღვევა"), გიორგის (ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი"), როლერის (შილერის „ყაჩაღები") და სხვა როლები.

1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი", 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი", 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა", 1965), ომარის („მაცი ხვიტია", 1966), სოსანის („დიდი მწვანე ველი", 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში", 1969; პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა", 1970) და სხვა სახეები.

წყარო: ka.wikipedia.org