ეგნატე ნინოშვილი - მწერალი

ეგნატე ნინოშვილი - ფოტო

ნინოშვილი (ნამდვილი გვარი ინგოროყვა) ეგნატე თომას ძე, დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს. სოფელ ყელაში - ახლანდელი ლანჩხუთის რ-ნი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი (1872).

1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1978 წელს "მგლის ბილეთით" გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის. 1879 - 1981 წლებში მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში (1884), მოხელედ სოფლის კანცელარიაში (1886) და სხვ.

1886 წელს გაემგზავრა საფრანგეთში. დაბრუნდა 1887 წლისთვის. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის ნავსადგურში, ხოლო შემდეგ შავ მუშად როტშილდის ქარხანაში.

ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "კვალი", "მოამბე", "თეატრი") და სხვ.

 ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს სოფელ ჩიქვეთში.