ჩემ საცოდავ თავს ..

ჩემ საცოდავ თავს
როგორ დაგამადლი;
გინდ გააძრობ ტყავს,
გინდა – სტვირად გათლი.
ღუღუნის და სტვენის
ნაცვლად სუსტი ღერო,
ნაღველს ამოდენის,
როცა არ ჩაბერო.
რა აქვს გასამხელი,
შხამით დაიტენა –
ამომწვარი ყელი,
დახეთქილი ენა.