0 329

ადრე გადამყროდი


ბაბრის თვალებს აბრიალებ,
არც მკერდი გაქვს ბებრის;
გასაფრენი, არაფრით არ
გავხარ ჩვეულებრივს.

მე ნუგეში არ მჭირდება,
მეძებრის მაქვს გეში,
აქ მეგულვი, რაღა მინდა
ედემ-სამოთხეში?!

ტოკავს ძუძუსთავები,
მკვრივი, ძაბრისებრი...
ბრაზით, ჟინით რომ ამანთოს,
იძვრის თეძო ზებრის.
კომენტარები (0)