წუხილი

ქვითინებენ - სალამური,
ჭიანური, ჩელო...
დღეო, გაქანებულო,
როგორ შეგანელო?!

დედამიწაც ირწევა -
ძველი საქანელა,
სადაცაა დაგიქნევს,
ამან დაგანელა.

მეტივე ხარ, დაღლილი,
არც გაქვს მეტი ნება,
საქართველოს დამწვარ ბედზე,
ამბობ, მეტირება.