გაბრიელ ჯაბუშანური - ფოტო

გაბრიელ ჯაბუშანური - პოეტი

4589

გაბრიელ ლუკას ძე ჯაბუშანური დაიბადა 1914 წლის 11 სექტემბერს ხევსურეთში, არხოტის თემში. სწავლობდა თბილისში, მთიელი ბავშვებისათვის სპეციალურად გახსნილ ინტერნატში, სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.

ცამეტი წლის ასაკიდან ბეჭდავდა ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. ოჯახური მდგომარეობის გამო მეოთხე კურსიდან სწავლა შეწყვიტა და მშობლიურ არხოტში დაბრუნდა. ჯერ მასწავლებელი იყო, შემდეგ - მის მიერვე დაარსებული სამკითხველოს გამგე. "ჩვენი თაობის" 1935 წლის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა გაბრიელის ლექსი "ცხენი", ხოლო ლექსთა პირველი წიგნი "არაგვიანი" 1940 წელს გამოსცა "ფედერაციამ", ამას მოჰყვა ლექსებისა და პოემების კრებულები: "ლექსები", "ნათელი მტაში", "ლირიკა", "პატარა მთიელები", "მზეთა ქვეყანა", "მაღალი მთვარე", "ჩრდილი და მზვარე", "მოკრძალება", "რჩეული" და სხვ., რომელთაც სახელი გაუთქვეს ნიჭიერ პოეტს.

წყარო: facebook.com